თეგებით ძიება

„ისეთი მიამიტი გგონივართ, რომ თქვენი ეს პრიტიული ხრიკები არ ვიცი?!“ - რას წერს პეტრე კოლხი?

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს:

,,მისმინეთ” რამდენიც  გინდათ, იმაზე მეტს ტელეფონზე არ ვსაუბრობ, რასაც სოციალურ ქსელში ვწერ… ქვეყნის და ეკლესიის მტერი არასდროს ვყოფილვარ, არც მომავალში ვიქნები, მაგრამ ისეთი მიამიტი გგონივართ, რომ თქვენი ეს პრიტიული ხრიკები არ ვიცი?!

ყველა ზარის განხორციელებისას ლექსებს წაგიკითხავთ, სახარებასაც,  ოთხივე თავი ზეპირად ვიცი, ფსალმუნებსაც, მაგრამ არ მაქვს იმედი, რომელიმე გაიგოთ… თუმცა განაგრძეთ მოსმენა, იქნებ ტვინი გაგეხსნათ, ოღონდ რაც არ გაქვთ, ის როგორ გაიხსნება!.. - წერს დეკანოზი.

ცნობისთვის, მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალურმა კომისიამ პატრიარქს შუამდგომლობით მიმართა, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას ყოველგვარი მღვდელმოქმედება შეუჩეროს.

მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, - უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული.

კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ", -აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა