ორივე მანქანის საჭესთან ახალგაზრდა ქალი იჯდა - ავარიაზე, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, ახალი დეტალები ვრცელდება
ავარია, რომელსაც ქუთაისში 2 ქვეითი ემსხვერპლა, სიჩქარეში შეჯიბრმა გამოიწვია - ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე მანქანის საჭესთან ახალგაზრდა ქალი იჯდა, ისინი ერთმანეთს სიჩქარეში ეჯიბრებოდნენ, ერთ-ერთი მათგანი ქვეითებს დაეჯახა, რის შემდეგაც მეორე მძღოლმა ვერ დაამუხრუჭა და ისიც მათ დაეჯახა.
შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
წყარო: მთავარი არხი