თეგებით ძიება

„ხანდახან CV არ ნიშნავს არაფერს“ - ირა მელიმონაძე

კომპანია „ლემონს გრუპის“ დამფუძნებელი, ბიზნეს განვითარების კონსულტანტი, ირა მელიმონაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ხანდახან CV არ ნიშნავს არაფერს. 

არც ის ნიშნავს არაფერს - თუ ვინ ვინ სად, როდის და რა ისწავლა.

თავდაპირველად კარგი CV-ს მქონე ადამიანს შეიძლება მიენიჭოს უპირატესობა, მაგრამ პრაქტიკაში აღმოჩნდეს, რომ მეორე ადამიანი - არც თუ ისე კარგი CV-ით და არც თუ ისე კარგი უნივერსიტეტის განათლებით უკეთესად აკეთებს საქმეს.

რატომ ხდება ასე?

პირველ რიგში CV არ არის სრული ინფორმაცია.

ეს არის შაბლონი, რომელიც კარგად უნდა შეავსო.

საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ადამიანი რომელზეც ნაკლებ "იმედებს" ამყარებდი - შეიძლება იყოს ბევრად

• კარგი თანამშრომელი;

• მოტივირებული;

• პასუხისმგებლიანი.

რომელსაც უბრალოდ სჭირდება "სტარტი", რომ საიდანღაც დაიწყოს თავისი უნარების გამოვლენა.

ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ისეთი ადამიანების სამსახურში აყვანა, რომლებიც ერთი შეხედვით არ "ბრჭყვიალებენ" და მიეცით მათ შანსი, რომ გაჩვენონ რა შეუძლიათ.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა