თეგებით ძიება

მტკვარში ავტომობილი გადავარდა - მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები

თბილისში, მტკვარში, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები მდინარეში სულ მცირე ერთ ადამიანს ეძებენ.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ავტომობილი მეტეხის ხიდზე მოაჯირს შეეჯახა, რის შემდეგაც მტკვარში გადავარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ შემთხვევის ადგილას მაშველები მუშაობენ. ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა