"დღეს ზურიკოს დღეობაა! აუცილებლად უნდა წამოდგეს ფეხზე... უშენოდ სულ არ გვინდა თამაში" - რას წერს მანანა ბერიკაშვილი?
ერთ თვეზე მეტია, რაც საზოგადოება ზურა ბერიკაშვილის გამოჯანმრთელებას გულშემატკივრობს. ცნობილ მსახიობს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - მას გული გაუჩერდა. ამჟამად ის გერმანიაში, ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, სადაც მისი რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს.
დღეს მსახიობის დაბადების დღეა. მანანა ბერიკაშვილი იუბილარ ძმასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"დღეს ზურიკოს დღეობაა! აუცილებლად უნდა წამოდგეს ფეხზე, რათა უზღვავი სითბო და სიყვარული თავისი უშურველი და მორიდებული ღიმილით დაუბრუნოს გულშემატკივართა დიდ არმიას. ვერ მოისვენებს ისე! გელოდებით… უშენოდ სულ არ გვინდა თამაში. მიყვარხარ ისე, როგორც არავინ!" - წერს მანანა ბერიკაშვილი.