თეგებით ძიება

"ლელოს" ლიდერები ევროკავშირის ელჩს ხვდებიან

პარტია "ლელოს" ლიდერების ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკს ხვდებიან. ანა ნაცვლიშვილმა და ბადრი ჯაფარიძემ განმარტეს, რომ ისინი ელჩს გააცნობენ პარტიის გეგმას - "9 ნაბიჯი ევროპისკენ", რომელიც რეკომენდაციების შესრულებას ეხება. 

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ რეფორმების შინაარსზე კონსენსუსი მიღწევადია, თუმცა ამ კონსენსუს მუდმივად შლის "ქართული ოცნება".

"ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის მთავარი მიზანია, რომ მას გავაცნოთ ის დეტალური გეგმა, რომელიც ლელოს შემუშავებული აქვს EU-ს ცხრავე რეკომენდაციის სწრაფად შესრულებისთვის, რომ ჩვენ მეგობრებს, ჩვენ პარტნიორებს ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რას გაკეთებს ლელო, როგორც კი შეიცვლება ეს ხელისუფლება, რომელიც არ აპირებს რეკომენდაციების შესრულებას", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა