თეგებით ძიება
16. 02. 2024 მსოფლიო

სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემას გეგმავს

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი აპირებს უკრაინას მილიონი დრონი გადასცეს. როგორც სტოლტენბერგი ამბობს, გადაწყვეტილება 2-დღიანი მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს - ჯერ "რამშტაინის," შემდეგ კი უკრაინა-NATO-ს საბჭოს ფორმატში. "დრონების კოალიციის" პირველ შეთანხმებას სათავეში დიდი ბრიტანეთი და ლატვია ჩაუდგებიან.

"მოკავშირეთა ჯგუფი აპირებს გააერთიანოს ძალისხმევა და გადასცეს უკრაინას მილიონი დრონი. NATO-ს ოცი მოკავშირე ასევე შეთანხმდა, რომ შეიქმნას გამნაღმველი კოალიცია. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას. ერთიანობაში NATO-ს მოკავშირეები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თითქმის 99%-ზე მეტს უზრუნველყოფენ", - ამბობს სტოლტენბერგი.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ დრონებისა და სამხედრო დახმარების მიწოდების მხრივ ლიდერობს არა აშშ-ი, არამედ ალიანსის ევროპული ქვეყნები. ამით მან ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ NATO-ს ევროპული ქვეყნები თავდაცვის ხარჯებზე არასაკმარის დაფინანსებას გამოყოფენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა