თეგებით ძიება
16. 02. 2024 ვიდეო

გორის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებმა იჩხუბეს, დაშავდა მერვეკლასელი - მომხდარზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთი საგაკვეთილო შესვენების დროს სკოლის ეზოში, სამეთვალყურეო კამერების წინ სცემეს. ფაქტს, სავარაუდოდ დაცვისა და მანდატურის თანამშრომლებიც შეესწრნენ.

ჩხუბის დროს დაშავდა მე-8 კლასის მოსწავლე რომლისთვისაც პირველადი სამედიო დახმარების დაწევა გახდა საჭირო. სკოლის ეზოში ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ თვითმხილველებმა მოსწავლეების გასაშვებად ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

დაშავებული მოსწავლის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე გამოძიება დაიწყო, სამართალდამცავებმა ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე პირი გუშინ გამოჰკითხეს. 

სკოლის დირექტორი ამ ეტაპზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. 

"რა რეაგირება, რა უნდა იყოს ახლა, ბავშვები ერთმანეთთან თუ პატარაზე წაკინკალვდნენ, იმ წუთში შერიგდებიან, მოსავწლე არ იყავით?! იმ წუთში შერიგდებიან და დამთავრდა. ეგ არის, სხვა რა. აქ რა სერიოზული გარჩევა ექნებათ?! ბიზნესმენები არიან, რაღაცას წაართმევენ ერთმანეთს?!", - ამბობს დაცვის თანამშრომელი, რომელიც მომხდარს შეესწრო.

გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ სკოლის დირექტორს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დღეს შეხვდება. 

"არ ვიცი მიზეზი ამ დაპირისპირების, ეს იყო ჩვეულებრივი ბავშვური ჩხუბი თუ რაიმე სერიოზული საფუძველი ჰქონდა ამ ჩხუბს. როგორც მეუბნებიან, ერთ-ერთ მოსწავლეს აქვს კაპილარი სუსტი, ისე რომ მძიმე რამე საგანი რომ აწიოს მაშინაც შეიძლება ცხვირიდან სისხლი წამოუვიდეს და მოკლედ ამ ცხვირიდან სისხლის წამოსვლამ რაღაც სურათი დახატა, არც ისე სასიამოვნოდ, როგორც მითხრეს", - ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა