თეგებით ძიება
16. 02. 2024 ვიდეო

"გია, რატომ დატოვე შვილები მარტო..." - რა არის ცნობილი კაცზე, რომელიც მანქანით მტკვარში გადავარდა და დაიღუპა (ტრაგედიის ამსახველი ვიდეო)

თბი­ლის­ში, მე­ტე­ხის ხიდ­თან რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად მაშ­ვე­ლებ­მა მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი წყლი­დან გამ­თე­ნი­ი­სას ამო­ი­ტა­ნეს.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, თბი­ლი­სის სა­ხან­ძრო ძა­ლე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა, ლე­ვან მუ­სე­ლი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, ავ­ტო­მო­ბილ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს.

გარ­დაც­ვლი­ლი გუ­რამ (გია ფო­ცხვე­რაშ­ვი­ლია) რო­გორც ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ლი­ლი­კო ხა­რა­ტიშ­ვი­ლი ამ­ბობს, ბოლო დროს პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ არ სჯე­რა, რომ ეს შემ­თხვე­ვა სუ­ი­ციდს უკავ­შირ­დე­ბა.

- მე და გია 18 წელი ვცხოვ­რობ­დით ერ­თად, სამი სა­ერ­თო შვი­ლი გვყავს. მე და გია ხუთ წელ­ზე მე­ტია ერ­თად აღარ ვართ, ის მარ­ტო ცხოვ­რობ­და თბი­ლის­ში, სხვა ოჯა­ხი არ ჰყო­ლია. წუ­ხელ ლა­ივს ვუ­ყუ­რებ­დი ტიკ-ტოკ­ში, რო­დე­საც ეს ავა­რი­ის ამ­ბა­ვი გავ­რცელ­და, არც ვი­ცო­დი, რომ გიას მან­ქა­ნა იყო გა­და­ვარ­დნი­ლი.

შემ­დეგ ჩემ­მა გო­გო­ნამ და­მი­რე­კა, გია და­ი­ღუ­პაო, მა­მი­დაშ­ვილს უთ­ქვამს. რა მოხ­და არ ვიცი, ბოლო პე­რი­ოდ­ში ცოტა პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ ისეთ დო­ნე­ზე მი­სუ­ლი­ყო, რომ თა­ვი­სი თავი ასე გა­ე­წი­რა არ მჯე­რა, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ ასეთ რა­მეს.

- ბო­ლოს რო­დის ესა­უბ­რეთ?

- გუ­შინ მომ­წე­რა მე­სი­ჯი, უმ­ცრო­სი ბავ­შვის­თვის, რო­მე­ლიც 12 წლის არის, ფული უნდა ჩა­ე­რი­ცხა, იმა­ზე ვე­სა­უბ­რე­ბო­დი. უფ­რო­სე­ბი სრულ­წლო­ვა­ნე­ბი არი­ან. მომ­წე­რა არ მაქ­ვსო, მეტი პა­სუ­ხი არ და­მიბ­რუ­ნე­ბია.

- სად მუ­შა­ობ­და?

- ხე­ლო­სა­ნი იყო წლე­ბი, ბი­ნებს არე­მონ­ტებ­და. შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან მომ­ხდარს.

- მარ­ტო იჯდა ხომ მან­ქა­ნა­ში?

- დიახ, ასე და­ი­წე­რა, მეც ინ­ტერ­ნეტ­ში ვკი­თხუ­ლობ რა მოხ­და. თა­ვი­დან თით­ქოს წერ­დნენ რომ ოთხი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პაო და ბო­ლოს აღ­მოჩ­ნდა, რომ მარ­ტო გია იყო მან­ქა­ნა­ში.

@lilikooba #ფორუზეა😭😭😭😭😭😭😭😭 ♬ Aludas Khsovnas - Bacho Maisuradze

@lilikooba #ფორუზეა😭😭😭😭😭😭😭😭 ♬ original sound - ♥️🙋❤️👸პრინცესა👸🪞❤️🧿❤️🧿♥️


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა