ალპანისკენ მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა - რა ვიდეოს აქვეყნებს თეა გოდოლაძე?
ალპანისკენ მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე ავრცელებს.
,,მეწყერი 8 თებერვლიდან გაუჩერებლად “მოედინება” ცხუკუშერიდან ალპანისკენ მიმავალ გზაზე. იმდენად დენადია, რომ გზის გაწმენდის შემდეგ მოდის და რასაც ჰქვია “ჩაედინება” რიონშიო ადგილობრივები ამბობენ. შუქი არ არის, იმიტომ რომ ბოძებს გათხიერებილ მიწაში ვერ ამაგრებენ. ეს რუკა სპეციალურად დავდე. ზემოთ ლაჯანუროს წყალსაცავია. რიონის ხეობა პრობლემატური ხეობაა, მეწყრული, დამატებითი წყლის ზედაპირები კატასტროფულად აუარესებს კლიმატურ პირობებს”, – წერს გოდოლაძე.