ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფრომაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს.
მედია წერს, რომ ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის მე-3 კოლონიაში გარდაიცვალა. ის სადამსჯელო საკანში იმყოფებოდა.
ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს და მას შემდეგ ციხეში იმყოფებოდა.
ნავალნი 47 წლის იყო.
წყარო: meduza.io