თეგებით ძიება

გადაადგილება არ შეუძლია, მარჯვენა კიდურები პარალიზებულია - როგორია გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ძმის, თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა გუ­შინ ეტ­ლში, მჯდო­მა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მხო­ლოდ 7 წუთი გაძ­ლო.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში მა­მა­ლა­ძე გან­მარ­ტავს, ხვა­ლი­დან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მკურ­ნა­ლო­ბის ახალ ეტაპს იწყე­ბენ, რათა მან ეტ­ლში ჯდო­მა შეძ­ლოს, რის შემ­დე­გაც უკვე მკურ­ნა­ლო­ბის­თვის გერ­მა­ნი­ი­დან, საფ­რან­გე­თი­დან და თურ­ქე­თი­დან ერთ-ერთ კლი­ნი­კას აარ­ჩე­ვენ.

„ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ისევ ისე­თია, პა­რა­ლი­ზე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მე­ო­რე დღეა, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია და მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, ჯერ­ჯე­რო­ბით, ისევ მწო­ლი­ა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აგ­რძე­ლებს ყოფ­ნას. გუ­შინ ეტ­ლში გად­მოვ­სვი და 7 წუთი შეძ­ლო ჯდო­მა. ხვა­ლი­დან პირ­ველ ეტაპს - მა­სა­ჟე­ბის პრო­ცე­დუ­რას იწყებს, რათა მი­ნი­მუმ, ეტ­ლში ჩას­მა შევ­ძლოთ, რომ გა­და­ად­გი­ლე­ბა პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენ­დეს. კლი­ნი­კე­ბის აქ­ტი­უ­რი ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ვართ. სა­დაც სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ანტს შე­მოგ­ვთა­ვა­ზე­ბენ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად შეძ­ლოს სი­ა­რუ­ლი, იმ კლი­ნი­კას ავირ­ჩევთ და მკურ­ნა­ლო­ბას და­ვი­წყებთ. მო­ნა­ხა­ზი გვაქვს, სა­უ­ბა­რია 3 ქვე­ყა­ნა­ზე - საფ­რან­გეთ­ზე, გერ­მა­ნი­ა­ზე, თურ­ქეთ­ზე. ამ სამი ვა­რი­ან­ტი­დან სა­უ­კე­თე­სოს ავარ­ჩევთ და უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­და­ვიყ­ვანთ სამ­კურ­ნა­ლოდ. ახლა მთა­ვა­რია, ეტ­ლში ჯდო­მა შეძ­ლოს, შემ­დეგ უკვე სამ­კურ­ნა­ლოდ გა­და­ვიყ­ვანთ.

ზუსტ დი­აგ­ნოზს ვერ გე­ტყვით, ვა­რა­უ­დე­ბია - ინ­სულ­ტი, ნერ­ვი­უ­ლო­ბა და ა.შ. ზუსტ დი­აგ­ნოზს კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ და­უს­ვა­მენ. ფაქ­ტი ისაა, რომ მას გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­უძ­ლია, მარ­ჯვე­ნა კი­დუ­რე­ბი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია, კუნ­თე­ბის ატრო­ფია აქვს და­წყე­ბუ­ლი, ამი­ტომ სას­წრა­ფო მკურ­ნა­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს“, - აცხა­დებს მა­მა­ლა­ძე.

კი­თხვა­ზე, თუ ვინ ეკონ­ტაქ­ტე­ბა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­დან გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს და არის თუ არა მათ შო­რის მე­უ­ფე ია­კო­ბიც, თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძე პა­სუ­ხობს, რომ „მე­უ­ფე ია­კობს არ და­უ­რე­კავს“.

„გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მე­ო­რე დღი­დან, მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის პი­რე­ბი სის­ტე­მა­ტუ­რად ურე­კავ­დნენ და ულო­ცავ­დნენ, ფი­ზი­კუ­რად მოს­ვლის­გან თავს იკა­ვე­ბენ, რად­გან ჩემ ძმას ოჯა­ხის წევ­რე­ბი 7 წე­ლია არ უნა­ხავს და არ გვა­წუ­ხე­ბენ. ჩემ ძმას და ოჯახს ერ­თმა­ნე­თის­თვის ბევ­რი სათ­ქმე­ლი აქვთ, ამი­ტომ მოს­ვლის­გან თავს იკა­ვე­ბენ.

ყო­ველ­დღი­უ­რად რე­კა­ვენ მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ი­და­ნაც, მათ შო­რის, ისი­ნიც, რომ­ლე­ბიც აქამ­დე სა­ერ­თოდ არ იღებ­დნენ ხმას, ასე­ვე ისი­ნიც, ვინც პირ­და­პირ, თუ ირი­ბად, ჩემი ძმის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­დნენ, ისი­ნიც იწო­ნე­ბენ ჩემი ძმის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ულო­ცა­ვენ“, - აცხა­დებს თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე ე.წ. უდოს კო­მი­სი­ამ 14 თე­ბერ­ვალს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

სა­სუ­ლი­ე­რო პირი თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში 2017 წლის 10 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს. ის სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით ცი­ა­ნი­დის გა­მო­ყე­ნე­ბით შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ და 9-წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა