თეგებით ძიება

საქართველოში მაყვლის ბაღების უდიდესი ნაწილი გაიჩეხა - ასოციაცია

საქართველოში მაყვლის ბაღების უდიდესი ნაწილი გაიჩეხა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, იზოლდა ქიტესაშვილმა განუცხადა.

როგორც ქიტესაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მაყვალი 2 ჰექტარზეა გაშენებული, გასულ წელს კი მიღებულმა მოსავალმა 4 ტონა შეადგინა.

„როცა დავიწყეთ ჩვენ კენკრის წარმოება, შევქმენით ასოციაცია, გავიგეთ საქართველოში ვის ჰქონდა და რამდენი, მაგრამ გამოწვევების წინაშე დავდექით. ძალიან მალფუჭებადი პროდუქტი აღმოჩნდა, თან არ გვქონდა ის ჯიშები, რომელიც ველური, მკვრივი და მოთხოვნადია. დღეისათვის საქართველოს მასშტაბით ძალიან ბევრი ბაღი გაიჩეხა, ჩვენ ის ჯიშები, რომელიc გვქონდა სულ ამოვიღეთ და საადრეო ჯიშები გავაშენეთ“, - აღნიშნავს იზოლდა ქიტესაშვილი.

მისივე ინფორმაციით, გასულ წელს ქართული მაყვალი არც ექსპორტზე გასულა და არც იმპორტი განხორციელებულა. ქიტესაშვილის თქმით, ქვეყანაში მოყვანილი მაყვალი ადგილობრივ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს.

„ექსპორტზე არაფერი გასულა, იმპორტზეც არ შემოდის, ადგილობრივი წარმოების არის ძირითადად და აკმაყოფილებს მოთხოვნას. მალფუჭებადი პროდუქციაა, ბევრ რისკებთან არის მისი ექსპორტი დაკავშირებული, 3 წლის წინ გაიტანეს რუსეთში, თუმცა 2023 წელს, ფაქტობრივად, არაფერი გასულა“, - განაცხადა ქიტესაშვილმა.

რაც შეეხება ფასს, 1 კგ-ის საშუალო ფასი 12 ლარის ფარგლებში მერყეობს. როგორც კენკრის ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, წინა წლებთან შედარებით ფასი გაზრდილია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა