EBRD-ი ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის 28 მლნ ევროს გამოყოფს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ენგურჰესის, საქართველოში უდიდესი ელექტროსადგურის მოდერნიზაციისა და რეაბილიტაციისთვის 28 მილიონ ევროს გამოყოფს. EBRD-ის ინიციატივას ემატება დამატებით ევროკავშირის გრანტი 7.05 მილიონი ევროს ოდენობით.
EBRD-ის მიერ გამოყოფილი თანხები მიმართულია იქნება ენგურჰესის კაშხლის სტრუქტურულ მთლიანობასთან დაკავშირებული კრიტიკული საკითხების გადასაჭრელად, მიწისქვეშა გვირაბებისა და მილსადენების შეკეთებისთვის. ამასთანავე, გამოყოფილი თანხა ხელს შეუწყობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობას.
„1970-იან წლებში აშენებული ენგურჰესი, ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურებთან ერთად, ქმნის მნიშვნელოვან ენერგეტიკულ კომპლექსს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნის დაახლოებით 30%-ს და გადამწყვეტ როლს ასრულებს ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის მამოძრავებელ საქმეში“, - აღნიშნულია water power magazine-ის მიერ გავრცებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მთლიანობაში, EBRD-მა, თავის დონორებთან თანამშრომლობით, 1998 წლიდან დღემდე გამოყო დაახლოებით 205 მილიონი ევრო ენგურის ქარხნის განვითარებისთვის. EBRD-მა ჯამში 290 პროექტში 5 მილიარდ ევროს ინვესტიცია განახორციელა (ძირითადად კერძო სექტორში).
წყარო : bpn.ge