თეგებით ძიება
16. 02. 2024 მსოფლიო

ციხეში ვნახე 12 თებერვალს. ცოცხალი და ჯანმრთელი იყო - ალექსეი ნავალნის დედა

„არ მინდა არანაირი სამძიმრის მოსმენა. ჩვენ ის ციხეში ვნახეთ 12 თებერვალს, შეხვედრაზე. ის ცოცხალი, ჯანმრთელი და ბედნიერი იყო" - აცხადებს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დედა შვილის სიკვდილზე. ლუდმილა ნავალნაიას სიტყვებს გამოცემა "ნოვაია გაზეტა" ავრცელებს.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში დღეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაიღუპა. ნავალნის სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ თრომბი დაასახელა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა