თეგებით ძიება

ნავალნის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი რუსეთია - ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი რუსეთია.

"მისი გარდაცვალება რუსულ ციხეში და ერთი კაცის მიმართ შიში მხოლოდ ხაზს უსვამს პუტინის სისტემის სისუსტესა და ლპობას", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, 16 თებერვალს, ნავალნი სეირნობის შემდეგ ცუდად გახდა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. უწყების განმარტებით, მედიკოსებმა მას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს, თუმცა უშედეგოდ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა