თეგებით ძიება

რუსეთის ყოფილ საელჩოსთან რუსი აქტივისტები მდუმარე აქცია იმართება

ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დღეს ბევრ ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართება. მათ რიცხვს უერთდებიან ლიტვა, ესტონეთი, ლატვია, საქართველო, სომხეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, სერბეთი, ნორვეგია, ჩეხეთი, ესპანეთი, იტალია, შვეიცარია, გერმანია, ავსტრია. 

თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან პუტინის რეჟიმს გამოქცეული რუსი აქტივისტები  მდუმარე აქციას მართავენ. ისინი პუტინის მთავარი ოპონენტის სიკვდილში პასუხისმგებლობას სწორედ პუტინს აკისრებენ.

ფაქტს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას კრემლს და პირადად პუტინს აკისრებენ. 

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი პატიმრობაში იმყოფებოდა იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგის დასახლება ხარპში მდებარე ციხეში. ეს პუნქტი რუსეთის პოლარული რეგიონის ნაწილია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა