თეგებით ძიება

პატივს ვცემ ალექსეი ნავალნის ხსოვნას, მის თავდადებას - ემანუელ მაკრონი

დღევანდელ რუსეთში თავისუფალი სულები იგზავნებიან გულაგში და ისჯებიან სიკვდილით, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„დღევანდელ რუსეთში თავისუფალი სულები იგზავნებიან გულაგში და ისჯებიან სიკვდილით. გაბრაზებული და აღშფოთებული ვარ. პატივს ვცემ ალექსეი ნავალნის ხსოვნას, მის თავდადებას, მის გამბედაობას. ჩემი ფიქრები მის ოჯახთან, საყვარელ ადამიანებთან და რუს ხალხთანაა“, – ნათქვამია ემანუელ მაკრონის განცხადებაში.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსულმა მედია ინტერფაქსმა დანაშაულის აღსრულების ფედერალური სამსახურის სამმართველოზე დაყრდნობით გაავრცელა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა