თეგებით ძიება

ვარაუდი იმის შესახებ, რომ კრემლი პასუხისმგებელია ალექსეი ნავალნის სიკვდილზე, სრულიად მიუღებელია - დიმიტრი პესკოვი

ნებისმიერი ვარაუდი იმის შესახებ, რომ კრემლი პასუხისმგებელია ალექსეი ნავალნის სიკვდილზე, სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, ნავალნის გარდაცვალებაზე დასავლელი ლიდერების რეაქცია „ისტერიული“ იყო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი რუსეთია.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, 16 თებერვალს, ნავალნი სეირნობის შემდეგ ცუდად გახდა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. უწყების განმარტებით, მედიკოსებმა მას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს, თუმცა უშედეგოდ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა