თეგებით ძიება

პუტინისთვის ხმის მიცემა მკვლელის არჩევას ნიშნავს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინისთვის ხმის მიცემა მკვლელის არჩევას ნიშნავს.

"თქვენთან ერთად ვხედავთ, რომ მკვლელი არჩევნებში მონაწილეობს. ადამიანებმა, ვინც მას ხმას მისცემენ, ნათლად უნდა გაიგონ, რომ მკვლელს აძლევენ ხმას და თავიანთ პრეზიდენტად მკვლელს აირჩევენ. ადამიანებმა, რომლებსაც დღეს ეკონომიკური ურთიერთობა აქვთ ამ კაცთან, უნდა იცოდნენ, რომ ლიდერობის დონის მიუხედავად, სისხლიან ფულს შოულობენ, რადგან მკვლელთან აქვთ კონტრაქტები...მოვლენები გვეუბნება, რომ პუტინი მკვლელია და ეს რიტორიკა არ არის. ეს სიგნალი არ არის. აბსოლუტურად ნათელია, რომ იგი მკვლელია და აქ საიდუმლოებები არ არსებობს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა