თეგებით ძიება

"გარეთ არის საშიში დამნაშავე..." - ვინ არის ედგარ აბუხბა, რომლის გათავისუფლების შემდეგ რუსეთი აფხაზეთში მყოფ და იქ ჩამსვლელ რუსებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კე­ბის შე­სა­ხებ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­აფრ­თხი­ლა.

"აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე ე.გ. აბუხ­ბა, რო­მელ­მაც 2019 წელს რუსი ტუ­რის­ტის მი­მართ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, ამ ქვეყ­ნის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სას­ჯე­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს", - აცხა­დებს რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო.

ეს რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის­თვის და­კის­რე­ბუ­ლი სას­ჯე­ლის მი­მართ აფხა­ზუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ძა­ლი­ან ლმო­ბი­ერ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მოწ­მობს.

ცხა­დია, ეს აფხა­ზე­თის კუ­რორ­ტებ­ზე ყო­ველ­წლი­უ­რად დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჩა­სუ­ლი უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კებს ქმნის, რის შე­სა­ხე­ბაც ჩვენ იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი გა­ვაფრ­თხი­ლოთ“, - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ვინ არის ედ­გარ აბუხ­ბა და რა მოხ­და 2019 წლის 31 ივ­ლისს?

ედ­გარ აბუხ­ბა 18 წლის იყო, რო­დე­საც უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ე.წ. მი­ლი­ცი­ამ ის 2019 წელს გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სი­და­ში და­ა­კა­ვა. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, მო­ქა­ლა­ქემ და­ნა­შა­უ­ლი სო­ხუმ­ში ჩა­ი­დი­ნა. მან რუსი ტუ­რის­ტი გა­იც­ნო, სა­სე­ირ­ნოდ და­პა­ტი­ჟა, შემ­დეგ კი გა­ძარ­ცვა და მას­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და.

აფხა­ზე­თის ე.წ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ სო­ხუ­მის მი­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სა­ტე­ლე­ფო­ნო შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ვი­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნეს 20 წლის გო­გო­ნა სხე­უ­ლის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბით.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ედ­გარ აბუხ­ბამ 31 ივ­ლი­სის სა­ღა­მოს, სო­ხუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნა გო­გო­ნა, სა­დაც მას­ზე მუ­ქა­რით იძა­ლა­და, შემ­დეგ კი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი გას­ტა­ცა და მი­ი­მა­ლა. საქ­მე ორი მუხ­ლით - 126-ე და 158-ე მუხ­ლე­ბით აღიძ­რა, რაც გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­სა და ქურ­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

წლე­ბია, რაც აფხა­ზეთ­ში სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნი უამ­რა­ვი პრობ­ლე­მის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს - ფას­თან შე­და­რე­ბით და­ბა­ლი სერ­ვი­სი, მწვა­ვე კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა, ნარ­კო­მა­ნია, ძარ­ცვა, ყა­ჩა­ღო­ბა - ვი­თა­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის გზე­ბი კი არ ჩანს...

წყარო - ambebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა