თეგებით ძიება
17. 02. 2024 მსოფლიო

თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, პუტინმა შესაძლოა, მომდევნო წლები მსოფლიოსთვის კატასტროფული გახადოს - ზელენსკი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლის დროს მსოფლიო პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა - მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსული სისხლიანი რეჟიმი არ დასრულდება, ნებისმიერი ომი გლობალურ კატასტროფად იქცევა.

"რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება რუსული აგრესია, ეს მით უფრო დიდ ცვლილებებს გამოიწვევს. ალბათ, ადამიანებს მოუწევთ ცხოვრება სამყაროში, სადაც ლოკალური ომები ლოკალურად არ დარჩება. ნებისმიერი ომის დაწყება, შესაძლოა, გლობალურ კატასტროფად გადაიქცეს. 

2024 წელი კრიტიკულად მნიშვნელოვანია და თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, პუტინმა, შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე წელი მთელი მსოფლიო საზოგადოებისთვის კატასტროფული გახადოს. უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს, მაგრამ ეს მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული და ამას ავდიივკაში არსებული ვითარებაც ადასტურებს", - თქვა ზელენსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა