თეგებით ძიება

ზურაბიშვილი სააკაშვილს ვერ შეიწყალებს, გამორიცხულია - ალეკო ელისაშვილი

იურიდიულად სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს ვერ შეიწყალებს, გამორიცხულია - აღნიშნულის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, ზურაბიშვილის გაშავებას ცდილობენ.

„შეწყალება მხოლოდ დამდგარი განაჩენის შემდეგ ხდება. სააკაშვილს ერთი დამდგარი განაჩენი და ორი მიმდინარე ბრალი აქვს. შესაბამისად, გამორიცხულია, წინსწრებად ხომ ვერ შეიწყალებს, ინდულგენცია ხომ არ არის ეს შეწყალება? ან უვიცები მოითხოვენ ამას, ან არის შეგნებული პოლიტიკური შეტევა, რომ როგორღაც გააშავონ სალომე ზურაბიშვილი და სააკაშვილს რაღაც იმედები შეუქმნან, ვითომ რაღაცას აკეთებენ მის გასათავისუფლებლად, თორემ სხვანაირად, უბრალოდ, აუხსნელია ამ უცოდინარობის გამოვლენა“, - აცხადებს ელისაშვილი. 

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ 16 თებერვალს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა