ნავალნის ცხედარს ვერ პოულობენ
უცნობია სად არის ალექსეი ნავალნის ცხედარი - ირკვევა, რომ ციმბირის ქალაქ სალეხარდის მორგში ოპოზიციონერის დედამ და ადვოკატმა ცხედარი ვერ ნახეს:
"სალეხარდის მორგში ალექსეის ადვოკატი და დედა მივიდნენ. ის დახურულია, მიუხედავად კოლონიის ინფორმაციისა, რომ მუშაობს და ნავალნის ცხედარი იქ არის. კარზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დარეკა ადვოკატმა. მას უთხრეს, რომ ის მეშვიდე იყო, ვინც დღეს დარეკა. მორგში ალექსეის ცხედარი არ არის" წერს X-ზე ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში.
იქამდე კი ნავალნის დედა და ადვოკატი სოფელ ხარპში, იმ კოლონიაში იმყოფებოდნენ, სადაც ნავალნი იხდიდა სასჯელს და სადაც გუშინ დაიღუპა. კოლონიაში დედას შვილის სიკვდილის ცნობა მისცეს და უთხრეს, რომ ცხედარი სალეხარდის მორგში იყო გადასვენებული.