თეგებით ძიება
17. 02. 2024 მსოფლიო

პუტინი არის მონსტრი, რომელიც შეიჭრა უკრაინაში, დახოცა ჩეჩნები და სირიელები, შეიჭრა საქართველოში - ზელენსკი

"მათთვის, ვისაც ჯერ არ გაუგია: პუტინი არის მონსტრი, რომელიც შეიჭრა უკრაინაში და მოკლა ათასობით ადამიანი, გაიტაცა ათიათასობით უკრაინელი ბავშვია. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.

პუტინმა დახოცა ჩეჩნები და სირიელები, შეიჭრა საქართველოში, ბრძანა მისი მოწინააღმდეგეების სიკვდილით დასჯა როგორც კრემლის კედლების გარეთ, ასევე ლონდონისა და ბერლინის ცენტრში. დიახ, გუშინ მან სცადა ყველასათვის გამოეგზავნა მკაფიო სიგნალი, როდესაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა: პუტინმა მოკლა კიდევ ერთი ოპოზიციის ლიდერი....

თუ ახლა პუტინს არ დავამარცხებთ, საბოლოო ჯამში, მნიშვნელობა არ ექნება, ვინ გახდება რუსეთის პრეზიდენტი. რადგან ყოველ ახალ რუს დიქტატორს ემახსოვრება როგორ შეინარჩუნოს ძალაუფლება სხვა ერების მიწების ანექსირებით, მოწინააღმდეგეების მოკვლით და მსოფლიო წესრიგის განადგურებით. თუ ეს მოხდება, ევროპა, ცენტრალური აზია და მთელი მსოფლიო იქნება ძალიან ბნელი ადგილი.

აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველა ხვრელის დახურვა. არ უნდა არსებობდეს რუსეთის ეკონომიკის ისეთი შტოები, რომლებიც მის აგრესიაში არიან ჩართული, მაგრამ სანქციებისაგან თავისუფალი. ეს პირველ რიგში ეხება ბირთვულ ინდუსტრიას და რუსული აქტივები, რომლებიც უკვე გაყინულია, უნდა ჩამოერთვას და აუცილებელია უფრო შორს წასვლა - პუტინისა და მისი მეგობრების მიერ დაგროვილი ყოველი დოლარის პოვნა და გაყინვა." - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა