ჩვენ დავიბრუნებთ ავდეევკას - უმეროვი
უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკადან უკრაინული ძალების გაყვანას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინის არმიამ გაკვეთილი მიიღო და თავდაცვის სამინისტროს გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ მსგავსი ვითარება ფრონტის სხვა მიმართულებით არ განმეორდეს.
„ჩვენ გვჭირდება თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომ მტერმა ვერ გამოიყენოს საზენიტო რაკეტები, გვჭირდება განადგურების შორი დისტანციური საშუალებები მტრის საწყობების გასანადგურებლად, გვჭირდება საარტილერიო ჭურვები. ჩვენ ამაზე მუდმივად ვმუშაობთ. ვაშენებთ და ვამაგრებთ სიმაგრეებს. გადაწყვეტილება, ხალხის დაცვა სწორია. ჩვენ დავიბრუნებთ ავდეევკას“, - წერს ის.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ ავდეევკადან უკრაინელი ჯარისკაცების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
მოტივად ცოცხალი ძალის შენარჩუნება სახელდება.
მესამე ცალკეული თავდასხმის ბრიგადის (ყოფილი აზოვის პოლკი) მეთაურმა ანდრეი ბილეცკიმ აღნიშნა, რომ ბრიგადა ღირსეულად იბრძოდა მტრის წინააღმდეგ, თუმცა ოკუპანტები რიცხობრივად ბევრად აჭარბებენ მათ.