თეგებით ძიება

მაისში, გურჯაანში მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 21 მაისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, ბრალდებულს წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, დაზარალებულთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდა. აღნიშნულ ფაქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა დაზარალებულს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული, გ.ყ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა