ტყვეობის 7 წელი - დეკანოზი გიორგი მამალაძე სიმართლისთვის ბრძოლას აანონსებს
მთავარი ბრძოლა წინ არის და ჯერ არაფერი დასრულებულა - დეკანოზი გიორგი მამალაძე და მისი ოჯახი აანონსებს, რომ ყველა საიდუმლოს ფარდა აეხდება და "ციანიდის საქმეზე" ყველაფერი დასაბუთებულად ითქმება. სათქმელი მღვდელ გიორგი მამალაძეს ბევრი აქვს - მათ შორის პატრიარქისა და ხალხისთვის.
"ციანიდის საქმის" მთავარი ბრალდებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე ადრე 14 თებერვალს გაათავისუფლეს. მას სასჯელის სრულად მოხდამდე 1 წელი და 9 თვე რჩებოდა. დეკანოზი ახლა სახლში, ქობულეთშია და დიდხნიანი მკურნალობისთვის ემზადება. თუმცა ყველაზე მთავარია რა მტკიცებულებებს წარუდგენს საპატრიარქოს კარის თამაშებზე საზოგადოებას და ვის ამხელს საპატრიარქოს ადმინისტრაციიდან.