გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები და ევაკუირებული ოჯახები
მეწყრული პროცესები უკვე დაწყებულია. ხულოს რამდენიმე სოფელი გარესამყაროს 1 კვირაზე მეტია მოწყვეტილია. 500-ზე მეტი ადამიანი რაიონულ ცენტრს მხოლოდ საფეხმავლო გზით უკავშირდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ხულოს 3 სოფელში - გეგელიძეებში, კორტოხსა და პაქსაძეებშია; ადგილობრივები ამბობენ რომ მიწა უკვე საცხოვრებელ სახლებამდეა მოსული.
მძიმე ვითარებაა სოფელ სხალტაშიც, სადაც მთის ფერდობი ჩამოიშალა და მდინარის კალაპოტი ნაწილობრივ გადაკეტა. გუბდება ხელოვნური ტბა, რომელიც დასახლებას სასიცოცხლო პრობლემას უქმნის. 80-ზე მეტი ოჯახი ევაკუირებულია. ხელისუფლებისგან შეთავაზებული კომპენსაცია ადგილობრივებისთვის მისაღები არ არის.