წუხელ დაჭრილი 24 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა
თბილისში, გვიან ღამით, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. "მთავარი არხის" ვებგვერდის ინფორმაციით, დაჭრილმა დახმარება თავად ითხოვა. ის უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
24 წლის ბიჭს ჭრილობები მუცლის და ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარება-ხმარებას გულისხმობს.