ლიუკ ბესონი „დრაკულას“ ეკრანიზაციას გადაიღებს
ფრანგი რეჟისორი ლიუკ ბესონი ბრემ სტოკერის „დრაკულას“ ეკრანიზაციას გადაიღებს. ამის შესახებ Deadline-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ახალ ეკრანიზაციაში რეჟისორი კლასიკური რომანის საკუთარ ხედვას შემოგვთავაზებს, რომელზეც აქცენტი დრაკულასა და მისი მეუღლის ურთიერთობაზე გაკეთდება.
დრაკულას როლს 34 წლის კალებ ლენდრი ჯონსი შეასრულებს. ფილმში ასევე კრისტოფ ვალცი ითამაშებს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია რა როლი შეხვდა მას. გადაღებების სავარაუდოდ წელს დაიწყება.
ბრემ სტოკერის რომანი „დრაკულა“ 1897 წელს გამოიცა. მისი წიგნის არაერთი ეკრანიზაციაა გადაღებული.