თეგებით ძიება
19. 02. 2024 მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ევროპასა და ნატო-ს მოუწოდებს, ყველაზე უარესი სცენარისთვის მოემზადონ

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა მოუწოდა ევროპასა და ნატოს მოემზადონ "ყველაზე უარესი სცენარისთვის", რაშიც ის რუსეთის მხრიდან თავდასხმას გულისხმობს. მისი თქმით, ეს შეიძლება 5-8 წელში მოხდეს. ამის შესახებ ბორის პისტორიუსმა Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მან ხაზი გაუსვა, რომ პარტნიორებმა უნდა დაუჭირონ მხარი უკრაინას, რადგან მისი დამარცხება გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ევროპაზე, არამედ შეერთებულ შტატებზეც.

"არ მიყვარს ბროლის ბურთის ყურება. ვერ ვიწინასწარმეტყველებ, ნატოს ტერიტორიაზე იქნება თუ არა თავდასხმა ან როდის. მაგრამ ეს შეიძლება ხუთ-რვა წელიწადში მოხდეს", - თქვა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა