თეგებით ძიება
19. 02. 2024 მსოფლიო

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინასთან საზღვარზე გამშვები პუნქტი სრულად გადაკეტეს

ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ფარგლებში, პოლონელმა ფერმერებმა უკრაინასთან საზღვარზე დოროგუსკ-იაგოდინის გამშვებ პუნქტზე სატვირთო მანქანების მოძრაობა ორივე მიმართულებით დაბლოკეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

მათივე ცნობით, ფერმერები დოროგუსკის რკინიგზის სადგურზე მატარებლების მოძრაობის დაბლოკვაც უნდოდათ, მაგრამ მათ მცდელობებს პოლონურმა პოლიციამ შეუშალა ხელი.

მანამდე, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელთან სატელეფონო საუბრისას განიხილა საზღვარზე არსებული ვითარება. პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჩესლავ სეკერსიმ კი განაცხადა, რომ მოლაპარაკებები უკრაინასთან აგრარული პროდუქციის ნაწილის ექსპორტთან დაკავშირებით ფინალურ სტადიაზეა.

პოლონელი ფერმერები უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვას ითხოვენ. 16 თებერვლის მონაცემებით, პოლონელ ფერმერებს უკრაინასთან საზღვარზე 6 გამშვები პუნქტი ჰქონდათ ბლოკირებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა