თბილისში ტექნიკის მაღაზია გატეხეს - დანაშაული,სავარაუდოდ, არასრუწლოვნებმა ჩაიდინეს
თბილისში, სადგურის მოედანზე ტექნიკის მაღაზია გატეხეს. "კონტაქტ ჰოუმის" შიდა ტერიტორიაზე მძარცველებმა კარიდან შეააღწიეს. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის უკან არასწრულოვნები დგანან. ტექნიკის მაღაზიიდან წაღებულია კომპიუტერები და მობილური ტელეფონები.
ვაგზლის მოედანზე ახლა ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ და შემთხვევის ადგილს ასურათებენ. იღებენ ანაბეჭდებს და ათვალიერებენ სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს.