თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ არსებითი შემადგენელი ნაწილია - დავით მათიკაშვილი

სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ არსებითი შემადგენელი ნაწილია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„პრეზიდენტის სტატუსით უკანონოდ და კონსტიტუციის დარღვევით რომ დაიარება ევროპის ქვეყნებში, იქ ძალიან დიდი ეჭვია, რომ შეგნებულად იქნება ისეთი სიტუაცია და ვითარება, მედიის კუთხითად მომზადება რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ტელევიზიებით, შესაბამისი კითხვები სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისგან გვაფიქრებინებს ვიფიქროთ, რომ ეს არის შეგნებულად გადადგმული ნაბიჯები იმისთვის, რომ ფრაზა „არა და არასდროს“ იყოს სანაგვეზე გადაგდებული და სააკაშვილის შეწყალების კუთხით, სწორედ ის პოლიტიკური ფორმა მიიღოს სალომე ზურაბიშვილმა, რაც რეალურად უკვე დიდი ხანია აქვს. ის „ნაციონალური მოძრაობის“ არსებითი შემადგენელი ნაწილია“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა