თეგებით ძიება

ჰააგის სასამართლო პალესტინის ტერიტორიებზე ისრაელის ქმედებებს განიხილავს

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო დღეს დაიწყებს მოსმენას 1967 წლიდან პალესტინის ტერიტორიებზე ისრაელის ქმედებების სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით.

მედიის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე, სავარაუდოდ, 52 სახელმწიფოს წარმომადგენლები ისაუბრებენ.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2022 წლის დეკემბერში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სთხოვა შეეფასებინა „პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში, ისრაელის პოლიტიკისა და პრაქტიკის სამართლებრივი შედეგები“.

„სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია ისრაელის მიერ პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლების მუდმივ დარღვევაზე“, - ციტირებს სააგენტო AFP გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ წარდგენილი მოთხოვნის ტექსტს.

გარდა ამისა, ჰააგის სასამართლო, სავარაუდოდ, უპასუხებს კითხვას, რა შედეგები მოჰყვება არსებულ ვითარებას გაეროსა და სხვა ქვეყნებისთვის.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნის აღსრულება სავალდებულო არ არის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა