საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა - „საქსტატი“
საქართველოში უმუშევრობის დონე 2023 წლის IV კვარტალშ იწინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.3 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, 2023 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 74.3 ათასი კაცით (8.4%) და 958.4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 6.6 ათასით შემცირდა (1.6%) და 413.8 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 0.9 ათასით (0.4%) და 248.6 ათასი შეადგინა.