თეგებით ძიება
19. 02. 2024 მსოფლიო

წითელ ზღვაში გემს თავს დაესხნენ

წითელ ზღვაში გემს თავს დაესხნენ. ხომალდი ბრიტანეთში იყო რეგისტრირებული, ბელიზის დროშით ცურავდა და ლიბია იყენებდა. ინციდენტი იემენის სანაპიროსთან ახლოს მოხდა. ცნობას სააგენტო „როიტერი“ საზღვაო დაცვის ბრიტანულ კომპანია „ემბერიზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა გემი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან სამოგზაურო რეისს ბულგარეთის, ვარნას მიმართულებით ასრულებდა. აფეთქებისას ხომალდის ეკიპაჟი არ დაშავებულა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას აუღია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა