თბილისში ტექნიკის მაღაზია გატეხეს - არსებული ინფორმაციით, წაღებულია კომპიუტერები და ტელეფონები (ვიდეო)
თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარედ, გამთენიისას ტექნიკის მაღაზია "კონტაქტ ჰოუმი" გატეხეს. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია კომპიუტერები და მობილური ტელეფონები.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ითვლიან ზარალს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის უკან არასრულწლოვანები დგანან.