საქართველო კარგად მუშაობს - ჟოზეფ ბორელი
მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააგრძელოს მუშაობა ევროპულ გზაზე. საქართველო კარგად მუშაობს, -ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
როგორც ბორელმა აღნიშნა, ბრიუსელში მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება.
„დიახ, ჩვენ შევხვდებით საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააგრძელოს მუშაობა ევროპულ გზაზე. საქართველო კარგად მუშაობს, საქართველო კარგად მუშაობს, ძლიერი მხარდაჭერაა ქართული საზოგადოების და კარგი ღონისძიებაა საქართველოსთვის“, - აღნიშნა ბორელმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.