თეგებით ძიება

„თუ გსურს მიზანს მოარტყა, უნდა გაჯორდე იქამდე, სანამ ყურს არ მიაჩვევენ და ნორმად არ ჩათვლიან“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„მეინსტრიმისგან განსხვავებულის ლაპარაკს რომ იწყებ, ეჭვის თვალით გიყურებს უმრავლესობა და ეს ნორმალურია. 

თუ გსურს მიზანს მოარტყა, უნდა გაჯორდე იქამდე, სანამ ყურს არ მიაჩვევენ, ნორმად არ ჩათვლიან და ბოლოს, საკუთარ მოსაზრებად დაგიბრუნებენ იმ აზრს, რის გამოც ეჭვის თვალით გიყურებდნენ. 

რაც დიდია წინააღმდეგობა, რასაც უპირისპირდები, მით მეტია ეჭვი, რომ გიჟი ხარ. 

მე ათასობით და ათიათასობით ასეთი თვალი მინახავს - ეჭვით სავსე, გამკიცხავი, ბრაზით სავსე, სიბრალულით სავსეც კი "რა ქნას გიჟია!"

ამ პროცესის მექანიკა კარგად მესმის და ამიტომ პერსონალურად არასოდეს შემხებია (ვისაც პერსონალურ მეგობრებად ვთვლიდი, მათ ვიკვეთავ მხოლოდ, რომ ეს შხამი ჩემს პერსონალურ სივრცეში არ შემოვიტანო) ყოველთვის ვიცოდი რომ ამ რეაქციას "ადამიანური მექანიკის" კანონი განაპირობებს და ნებისმიერი პერსონის მიმართ იგივე მოხდებოდა, ვინც ჩემსავით გაჯიუტდებოდა იმ აზრებში, რასაც გამაყრუებელი სიგნალით ვავრცელებ და ეს გზა ყველამ უნდა გაიაროს, ვისაც ახალი აზრის დამკვიდრება უნდა. 

ეს თვალები სანამ შემომცქერის და გიჟად მრაცხავს, მე მათ არ შევცქერი - სიარულში ხელს შემიშლის მათი თვალიერება, ამიტომ არ ვუყურებ, ისე ვთხრი წვეტიან აზრებს.

მაგრამ თვალის კუთხიდან მაინც დავინახავ ხოლმე ისეთებს, ალღო რომ აქვთ, თვალით კონტაქტს იჭერენ და უხმოდ მამხნევებენ.

ყველა თვალს ვიმახსოვრებ, ვინც სხვებზე ადრე ხვდება ხურმა რა ხილია“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა