თეგებით ძიება

ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმს, ნავალნის ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმი დავარქვათ - ჯოზეფ ბორელი

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო ევროკავშირი სანქციების დაწესებას განიხილავს. ამ თემაზე ბრიუსელში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა. 

ბირუსელში ევროკავშირის ლიდერები მინისტერიალზე იკრიბებიან. შეხვედრას ნავალნის ცოლიც დაესწრება. ბორელმა თქვა, რომ გასული დღეების განმავლობაში ნავალნის ხსოვნის აქციაზე რუსეთის არაერთ ქალაქში ასობით ადამიანი დააკავეს.

"ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მხარდაჭერის მესიჯი რუსეთის ოპოზიციას", - თქვა ბორელმა.

მოსალოდნელია, რომ წევრები დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს.

ბორელმა ასევე შესთავაზა ევროკავშირს ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმს სახელი შეეცვალოს და "ნავალნის ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმი" დაერქვას.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა