თეგებით ძიება
19. 02. 2024 მსოფლიო

ნავალნის დედა და ადვოკატები მორგში არ შეუშვეს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დედა და ადვოკატები სალეხარდის მორგში არ შეუშვეს. ინფორმაცია ნავალნის სპიკერმა, კირა იარმიშა გაავრცელა. 

"ერთ-ერთი ადვოკატი ფაქტიურად გააძევეს" - წერს ის X-ზე და დასძენს რომ მორგის თანამშრომლები არ პასუხობენ კითხვას, სად არის ნავალნის ცხედარი.

ერთი მიზეზი, რის გამოც ნავალნის გუნდს უნდა სხეულის ნახვა, არის დაზიანებების აშკარა გარეგანი ნიშნების შემოწმება. ჯერ უცნობია ჩატარდა თუ არა გაკვეთა. 

16 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში გარდაიცვალა. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ 47 წლის პუტინის კრიტიკოსმა მოულოდნელად დაკარგა გონება და რომ ექიმებმა ის ვერ გადაარჩინეს. 

ნავალნის დედას შაბათს ციხის კოლონიაში უთხრეს, რომ ის გარდაიცვალა "უეცარი სიკვდილის სინდრომით". იარმიშმა გაავრცელა ცნობა, რომ ნავალნის დედას და ადვოკატებს უთხრეს, რომ გარდაცვალების მიზეზის ოფიციალური გადამოწმება გახანგრძლივდა და რომ გაურკვეველია, რამდენი ხანი დასჭირდებოდა ამას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა