მოპარული 20 ათასი ევრო და 7 ათასი ევროს თამბაქო – საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ქართველებმა საბერძნეთში 20 ათასი ევრო და თითქმის 7 ათასი ევროს ღირებულების თამბაქო მოიპარეს. ბერძნული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეებიიდან ერთი დაკავებულია, მეორეს კი ეძებენ. ძარცვა სალონიკში მოხდა. გატეხილია კაფეები და მაღაზიები.
ირკვევა, რომ დანაშაულებრივ ჯგუფში იყვნენ ბულგარეთის და საბერძნეთის მოქალაქეებიც. სამართალდამცველებმა დაკავებულის სახლიდან ამოიღეს ის ტანსაცმელი და იარაღი, რომლითაც ძარცვა ხდებოდა.