„პეგასუსმა“ ბორტზე ასატანი ხელბარგის წონა შეამცირა
„პეგასუსმა“ ბორტზე ასატანი ხელბარგის წონა 8 კილოგრამიდან 3 კილოგარამამდე შეამცირა.
როგორც „პეგასუსის“ ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი, საერთაშორისო ფრენების შემთხვევაში, ბორტზე ბარგის მოცულობა 3 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს.
იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანთის მოცულობა აღნიშნულ ციფრს აღემატება, დამატებით გადასახადის გადახდა მოგიწევთ.