თეგებით ძიება

როგორია ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - უახლესი ინფორმაცია

ზურა ბერიკაშვილის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა და მას გერმანიაში მკურნალობენ. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მსახიობის სიძემ, ნიკო ნანიტაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ზურა ისევ კომატოზურ მდგომარეობაში რჩება. 

„უახლესი ინფორმაცია, რამდენად უკეთესია არ ვიცი, მაგრამ სიტუაცია არც გაუმჯობესებული არ არის, მაგრამ არც გაუარესებულა. სტაბილური მძიმე სიტუაციაა, ისევ კომატოზურ მდგომარეობაში რჩება და ისევ ველოდებით სიკეთეს და წინ გადადგმულ ნაბიჯებს. სხვა ხელჩასაჭიდი, ამ ეტაპზე, არაფერი არ არის“,- გვითხრა ნიკო ნანიტაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ მსახიობ, ზურა ბერიკაშვილს, მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მას გული გაუჩერდა, რამაც ტვინის დაზიანება გამოიწვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა