თეგებით ძიება
19. 02. 2024 მსოფლიო

ჩემი მეუღლის საქმეს გავაგრძელებ - იულია ნავალნაია

რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ მეუღლის საქმეს გააგრძელებს.

„გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას და ყველას მოგიწოდებთ, გვერდში დამიდგეთ. მოდით, გავიზიაროთ არა მხოლოდ უსაზღვრო ტკივილი, არამედ მრისხანებაც მათ მიმართ, ვინც ჩვენი მომავლის მოკვლა გაბედა. უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა: ვებრძოლოთ ომს, კორუფციას, უსამართლობას. ვიბრძოლოთ სიტყვის თავისუფლებისთვის, სამართლიანი არჩევნებისთვის და დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა იულია ნავალნაიამ საჯარო მიმართვაში.

მისივე თქმით, მან იცის, კონკრეტულად რისთვის მოკლა პუტინმა ნავალნი და მისი თანაგუნდელები ამის შესახებ ძალიან მალე ისაუბრებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა