თეგებით ძიება

„სამედიცინო სფერომ დაკარგა ღირსეული ექიმი...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: 

„98 წლის ასაკში გარდაიცვალა სენაკის საპატიო მოქალაქე, ჩვენი ქალაქის კოლორიტი, ღვაწლმოსილი ექიმი, გიორგი (გოგი) კალანდარიშვილი.

სამედიცინო სფერომ დაკარგა ღირსეული ექიმი, ქალაქმა - გულისხმიერებით და კეთილშობილებით გამორჩეული კაცი.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბატონი გიორგი (გოგი) კალანდარიშვილის გარდაცვალების გამო.

ამ დიდ დანაკლისს, ვუსამძიმრებ სენაკს, ოჯახს და ბატონი გოგის კოლეგებს“,- ნათქვამია განცხადებაში. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა