დასავლეთის დახმარების გარეშე უკრაინა დამარცხდება - The Times
Times-ი წერს, რომ დასავლეთის დახმარების გარეშე უკრაინა დამარცხდება. სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინა საბრძოლო მასალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების გარეშე დიდხანს ვერ შეძლებს რუსული შეტევების მოგერიებას.
გამოცემა წერს, რომ დასავლეთის დაგვიანებული დახმარების გამო უკრაინის არმიამ სიმბოლური მარცხი უკვე განიცადა - იძულებული გახდა ავდიივკიდან ჯარები გაეყვანა და მასზე კონტროლი მოსკოვისთვის დაეთმო.