თეგებით ძიება

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე რესპუბლიკურის ექთანს პატიმრობა მიესაჯა

20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს წელიწად-ნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა.

ექთანს ბრალად სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება ედებოდა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება).

ამავე საქმეზე ბრალდებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს განყოფილების ყოფილი უფროსიც. მისი სასამართლო პროცესი 26 თებერვალსაა ჩანიშნული.

თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) აქვს წარდგენილი.

COVID-19-ის დიაგნოზით 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი კლინიკაში 2021 წლის 11 აგვისტოს მოხვდა, სადაც სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა უტარდებოდა.

2021 წლის 10 სექტემბერს 20 წლის ფეხბურთელი ვახტან ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა